ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო 2015-12-01
პროექტის მიზანია სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობითი უფლებების ხელშეწყობა და მათი სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სმენადაქევითებული ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, ცენტრალური და რეგიონალური ჯანდაცვის ხელისუფლება, სამედიცინო პერსონალი, სამოქალაქო საზოგადოებრივი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.
პროექტის მიზნები
- სახელმწიფო პროგრამების/კანონმდებლობის ცვლილება, რათა მოხდეს ბავშვებში სმენის დაქვეითების ადრეული გამოვლენა და მათი სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
- ახლაშობილთა სკრინინგზე აჭარის რეგიონის წარმატებული გამოცდილების დანერგვა იმერეთსა და სამეგრელოში.
- სმენადაქვეითებული ბავშვების, მშობლებისა და ჯანდაცვის/რეაბილიტაციის სპეციალისტების ტექნიკური, მენეჯერული და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადვოკატირების კამპანიების ეფექტურად განსახორციელებლად.
პროექტის ძირითადი საქმიანობები განხორციელდება თბილისში, აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.