ისტორია
საზოგადოებრივი ორგანიზაცია“ სთეფ ფორვარდი“ დაფუძნდა 2003 წლის 2 დეკემბერს ქ. ბათუმში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
-სმედაქვეითებული ბავშვების და ახალგაზრდების სადიაგნოსტიკო, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და განხორციელება
-ბენეფიციარების ინტერესების ლობირება და ადვოკატირება
-ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება/გაძლიერება
ორგანიზაციას გააჩნია გამოცდილება პროექტების მართვის, მოსახლეობის სხვადასხვა დაუცველი ფენების ინტერესების ადვოკატირების, პაციენტთა უფლებათა დაცვის საკითხებში. სთეფ ფორვარდი მჭიდროდ თანამშრომლობს საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემებთან და საქართველოში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
სთეფ ფორვარდი დაფუძნების დღიდან აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების რეაბილიტაციას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას, მათი უფლებების ადვოკატირებას.
„სთეფ ფორვარდი“ საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოალიციურად.
„სთეფ ფორვარდი“ აერთიანებს პროფესიონალთა ძლიერ გუნდს, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროს მუშაკებით: მედიკოსები, ,ეკონომისტები, ფსიქოლოგები, სოც. მუშაკები, რომელთა ერთობლივი საქმიანობა აშკარად მაღალკვალიფიციური და შედეგიანია.
ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ოცამდე პროექტი.
სთეფ ფორვარდი არის კოალიციის - "მომავალი სიღარიბის გარეშე" წევრი.
დონორი ორგანიზაციები: Oxfam-Novib, Oxfam GB, EU, OSGF/OSI, USAID/EWMI
ორგანიზაციის დამფუძნებლები / გამგეობის წევრები არიან
- მანანა ინაიშვილი - თავმჯდომარე / სთეფ ფორვარდი/ ბათუმი/ექიმი
- მარინე მეგრელიშვილი - სთეფ ფორვარდი/ ფილოლოგი, ლოგოპედი/ ბათუმი
- ნათია ანდღულაძე - ილიას უნივერსიტეტი/ ასისტენტ-პროფესორი, თბილისი/ განათლების ექსპერტი
- ნელი კუხალეიშვილი- საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) ბათუმის პრეზიდენტი, ბათუმი/ ინგლისური ენის პედაგოგი
- ლალი ლომთათიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა, ბათუმი/ რუსული ენის პედაგოგი/ ტრენერი