• 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1

Follow Us

ახალი ამბები

სადისკუსიო შეხვედრა 2015-06-30

30 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,, დეა“-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“-ს ორგანიზებით გაიმართა სადისკუსიო შეხვედრა. 
შეხვედრა დაეთმო ბათუმის ოთხ საპილოტე სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებაში განხორციელებულ საველე კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების ოთხივე ეტაპზე (სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული, უმაღლესი) არსებული ინკლუზიური სასწავლო გარემოს შესწავლას.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია “დეა“ ორგანიზაციებთან ერთად „GNNT ჯგუფი“ და „სთეფ ფორვარდი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიებას დაესწრო აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები.