• 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1

Follow Us

ახალი ამბები

პროექტის შედეგების პრეზენტაცია 2014-12-02

2 დეკემბერს,  ბავშვის უფლებათა კონვენციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდმა“ გამართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა’’ - ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონში სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია იყო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. ასოცირებული პარტნიორები: აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და კომპანია “კინდ-სმენა”.

პროექტი მოიცავდა შემდეგ საქმიანობებს: ადგილობრივ მთავრობასთან სმენადაქვეითებულ ბავშვთა ინტერესების ლობირება; სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებისთვის, მეტყველების თერაპევტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრა/სემინარების, მასტერ კლასების ორგანიზება; მეტყველების თერაპიის/სპეციალური პედაგოგის უფასო სერვისები, ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიები.

პროექტის ფარგლებში „სთეფ ფორვარდის“ მიერ წარმოებულმა  ადვოკატირების კამპანიამ ორი მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო: 2015 წლიდან ქალაქ ბათუმის მერია იწყებს სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამას. ასევე 2015 წლიდან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  გეგმავს ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამის დაწყებას აჭარის მუნიციპალიტეტებში. შედეგად, მერიის მიზნობრივ პროგრამასთან ერთად, რომელიც უკვე ორი წელია არსებობს, ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა მომავალი წლიდან მოიცავს მთლიანად აჭარის რეგიონს.

 

შეხვედრას, რომელიც „შერატონ-ბათუმში“ გაიმართა, ესწრებოდნენ: ევროკავშირის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიის, სხვა სახელისუფლებო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.