სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2014-10-27
2014 წლის 27 ოქტომბერს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“-ს მიერ პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა“,- ფარგლებში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის მნიშვნელობის, თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში დანერგილი პრაქტიკის განხილვა.
სამუშაო შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა მოწვეულმა სპეციალისტმა, მეტყველების თერაპევტმა ნინო ტრაპაიძემ, რომელიც გახლავთ კოლნის უნივერსიტეტის აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის კათედრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.