• 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1

Follow Us

ახალი ამბები

პრაქტიკულ სემინართა ციკლი: კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები 2014-07-01

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - „სთეფ ფორვარდი“- მეტყველების თერაპევტებისა და კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის 2014 წლის ივნისში ჩაატარა პრაქტიკული სემინარების ციკლი თემაზე: „კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდები“. სემინარები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

სემინარებს უძღვებოდა და სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ინდივიდუალურ საჩვენებელი კონსულტაციები ჩაატარა, კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის სფეროში უკრაინის წამყვანმა სპეციალისტმა, ქალბატონმა ნინა შეპელენკომ. ქ-ი ნინა უკვე მეორე წელია ატარებს საკმაოდ წარმატებულ სემინარებს მეტყველების თერაპევტებისა და მშობლებისათვის.

სემინარებს  დაესწრნენ რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე მეტყველების თერაპევტები და კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

სახელმწიფო მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფისთვის, მაგრამ რეაბილიტაციის ხარისხი და ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში სმენის და მეტყველების რეაბილიტაციის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდების დანერგვას, რაც გრძელვადიანი, მდგრადი შედეგის საწინდარი გახდება.

კოხლეარული იმპლანტითა და სმენის აპარატით აღჭურვის და წარმატებული რეაბილიტაციის გავლის შემდგომ, სმენის დარღვევის მქონე ბავშვს შეეძლება მიიღოს ხარისხიანი განათლება, დასაქმდეს და იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი.