სამუშაო შეხვედრები მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისთვის 2014-01-31
სმენადაქვეითებულ ბავშვთა საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასების თანამედროვე ინსტრუმენტების დაუფლების მიზნით აჭარის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისთვის ჩატარდა 5 დღიანი სამუშაო/საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრა ჩატარდა აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამით დაფინანსებული პროექტის-"ბავშვის განათლების უფლების რეალიზება" ფარგლებში.
სამუშაო შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდა მოწვეული ექსპერტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი მარიამ ხვადაგიანი, რომელსაც გააჩნია სმენადაქვეითებული ბავშვების შეფასების სპეციალური ცოდნა და თბილისის ყრუთა სკოლასთან მუშაობის გამოცდილება. მულტიდისციპლინური გუნდის წევრების გარდა სამუშაო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღო სპეციალურმა მასწავლებელმა, მეტყველების თერაპევტმა და აუდიოლოგმა. თითოეული შეხვედრა შედგებოდა 2 ნაწილისგან : თეორიული ნაწილი და პრაქტიკული - რომელშიც შედიოდა ცალკეული შემთხვევების განხილვა და დისკუსია.