• 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1
  • 1

Follow Us

ახალი ამბები

ტრენინგი მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის 2014-02-07

 

2014 წლის 7 თებერვალს მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: არასამთავრობო სექტორი, ძირითადი ცნებები და ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში-„სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების ხელშეწყობა“. ტრენინგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტანტი და ტრენერი თინათინ ზარდიაშვილი, მიზნად ისახავდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა უნარჩვევების გაძლიერებას, რათა სამომავლოდ შეძლონ სმენადაქვეითებულ ბავშვთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მშობელთა ორგანიზაციის დაფუძვნება/მართვა. კრიტიკული აზროვნების, საკუთარი გამოცდილების გაზიარების, საჯარო მოხსენების უნარჩვევების განვითარება/გაძლიერების მიზნით ტრენინგი მოიცავდა ინტერაქტიულ დისკუსიას, ჯგუფურ მუშაობას, პრეზენტაციის მომზადება/წარდგენას.