ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად 2017-03-21
სთეფ ფორვარდმა დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ განხორციელება.
პროექტის ბენეფიციარები არიან ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას და რეაბილიტაციას, რათა მათ პროფესიონალთა დახმარებით შეძლონ ოჯახში ძალადობით და სექსუალური ძალადობით გამოწვეული ტრავმის დაძლევა. პროექტის ბენეფიციარები ასევე არიან მშობლები, რომელთაც ჭირდებათ გაძლიერება შვილების მხარდასაჭერად და მათი უფლებების დასაცავად.
პროექტის ფარგლებში იმუშავებს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი - თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში რომლებიც მოემსახურებიან ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს. ცენტრები ასევე მოახდენენ რისკის ჯგუფების იდენტიფიცირებას და ძალადობის პირველად და მეორეულ პრევენციას. ბავშვებს და ახალგაზრდებს, თავიანთი პრობლემების გასააზრებლად, შეეძლებათ დარეკონ ბავშვთა დახმარების ხაზზე 116 111. ბავშვთა დახმარების ხაზი ასევე მოემსახურება მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმერი ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების, გადაწყვეტილების მიმღები და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ცოდნით აღჭურვა, რომ მათ დაიცვან და მხარდაჭერა აღმოუჩინონ კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს და შესაბამისად მოახდინონ ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის პრევენცია.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ოჯახში ბავშვზე ძალადობის და სექსუალური ძალადობის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული არაერთი ღონისძიება.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს ანხორციელბს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარი” - სთან, „სთეფ ფორვარდთან“ და International Child Catholic Bureau (BICE) – სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნირები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.