სმენის მასობრივი სკრინინგი გურიის რეგიონში 2016-11-22
2016 წლის 22 ნოემბერს, ბავშვთა დაცვის საყოველთაო დღესთან დაკავშირებით გურიის რეგიონში მცხოვრებ ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს სმენის სკრინინგი ჩაუტარდათ.
აქცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ - ფარგლებში მოეწყო. პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „ველფეარ ფაუნდეიშენი“, „სთეფ ფორვარდი“ „თაირისი“ და თანაზიარი“ .
სკრინინგული კვლევა შპს „ჰოსპიტალური ქსელი მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა.