პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 2016-10-19
18-19 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ პროექტის ფარგლებში „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია. შეხვედრას ესწრებოდა ყველა დაინტერესებული მხარე. მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ექსპერტები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მრგვალი მაგიდის შეხვედრა გახსნეს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ქალბატონმა ნინო ბერძულმა და ბატონმა ზაზა სოფრომაძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოწვეულმა ექსპერტებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გაგვიზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება. საერთაშორისო კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჭიროებების კვლევას გულისხმობდა. შეხვედრის ფარგლებში მოხდა სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანდაცვის, სოციალური და საგანმანათლელბლო საკითხების განხილვა, პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შემუშავდა რეკომენდაციები.
აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და
„ველფეარ ფაუნდეიშენთან“ ერთად მას ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები „სთეფ ფორვარდი“, „თაირისი“ და „თანაზიარი“. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი.